2019-07-23
ბრძანება №:157/02-01

,, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 10 ივლისის N149/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 10 ივლისის N149/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 10 ივლისის N149/02-01 ბრძანებაში და წინამდებარე ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2019 წლის 15 ივლისიდან   2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილება განყოფილების უფროსი;"
2.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის    სამსახური,    საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება