2015-12-24
ბრძანება №:230/01-01
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (46658/02; 16.12.2015) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №106 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი იოსებ სალუქვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი)
გ)
თეა გერგედავა (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორი, კომისიის წევრი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად ნათია კალანდაძე (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი)
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა