2018-09-05
ბრძანება №:208/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 1 აგვისტოს N15769/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 15 ოქტომბერი - 29 ოქტომბერი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 ოქტომბერი - 29 ოქტომბერი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 29 ოქტომბერი -  9 თებერვალი;
დ)საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები),
დამატებითი გამოცდები - 11  თებერვალი - 16 თებერვალი;
ე) არდადეგები - 30 დეკემბერი -8 იანვარი; 11 თებერვალი - 3 მარტი;

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე                                             ალექსანდრე ცისკარიძე


« უკან დაბრუნება