2016-04-07
ბრძანება №:49/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2016 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2016 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 24 მარტის ,,2016 წლის გაზაფხულზე ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა  რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე’’ #252 ბრძანების პირველი პუნქტისა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე               2016 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით:

1.1. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) – 2  ადგილი
1.2. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) – 3 ადგილი
1.3. აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (IV საფეხური) – 3 ადგილი
1.4. აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (V საფეხური)  – 1 ადგილი
2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება