2010-12-13
ბრძანება №:2078/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 2010-2011 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან გაზრდის საფუძველზე სტუდენტთა სიის განსაზღვრის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 2010-2011 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან გაზრდის საფუძველზე სტუდენტთა სიის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, "იმ სტუდენტთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2010 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №708 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:


  1. განისაზღვროს იმ სტუდენტთა სია, რომლებმაც 2010 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგრანტო კონკურსში მოიპოვეს ან გაზარდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (დანართი 1).
  2. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                      ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება