"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბეჭდის შეცვლის შესახებ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 12 სექტემბერის ბრძანებაში # 75/01-01 ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ (ბრძანება N76/01-01)
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბეჭდის შეცვლის შესახებ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 12 სექტემბერის ბრძანებაში # 75/01-01 ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და "უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 22-ე მუხლის" საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის # 75/01-01 ბრძანების მეორე პუნქტში და დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბეჭედი, თანდართული ნიმუშის მიხედვით, რომელშიც ქართულUL და ინგლისურ წარწერაში ნაცვლად „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი“ იკითხება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
2. კანცელარიამ (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს გაუქმებული ბეჭდის განადგურება, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა