2014-03-27
ბრძანება №:48/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი
პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 18/03/2014 წლის №9485/02 განცხადებს საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2014 წლის 26 მაისიდან 31 მაისამდე.
2.
დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 74-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).
3.
დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა (დანართი №2).
4.
უნივერსიტეტის სტუდენტთა 74-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების კონფერენციის საინიციატივო ჯგუფს.
5.
დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 74-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
6.
კონფერენციის ჩატარების ორგანიზებისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე გაიცეს შესაბამისი ანაზღაურება, რაც განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
7.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის სტუდენტთა 74-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წინამდებარე ბრძანებას თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართი №2; დანართი №3).
8.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვს გადაცემა.
9.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
10.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი,პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა