2013-01-18
ბრძანება №:06/01-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის №92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსის 2013 წლის 18 იანვრის №941/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 18 იანვრის  №912/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 14 იანვრის №558/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის  18 იანვრის №940/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაოდგილის 2013 წლის 18 იანვრის №913/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 18 იანვრის №913/02, ტურიზმის საერთაშორისო სკოლის 2013 წლის 14 იანვრის №546/02 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის 92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "გ.ა" და "გ.ბ" ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:

    "გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 23 იანვარი - 25 თებერვალი.

    გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 4 მარტი."


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                               ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება