2013-10-29
ბრძანება №:131/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2013 წლის 28 ოქტომბრის №33843/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის შესარჩევად.
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) ქართული, ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების სრულყოფილი ცოდნა;
ბ) MS office – ის პროგრამების სულყოფილად ცოდნა (მონაცემთა ბაზები, სარედაქციო პროგრამები);
გ) გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში (ბიუჯეტის მართვა);
დ) საქმის პრიორიტეტულად გადანაწილების უნარი;
ე) რამდენიმე თანამშრომლის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა;
ვ) სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი (უნივერსიტეტის პერსონალთან, ხელისუფლების, ბიზნესის, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა სტუმრებთან ურთიერთობის უნარი);
ზ) დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვის უნარი;
თ) ინიციატივის გამოვლენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა;
ი) საოფისე ჟურნალის წარმოება და სხვადასხვა საქმიანობის მართვა.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია);
ბ) არანაკლებ მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისაგან;
4. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ;
5. იდენტიფიცირებული კანდიდატები წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას ნოემბრის თვეში (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ) და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7. რექტორის მოადგილის თანაშემწის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2013 წლის 11 ნოემბრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან 2013 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიუთითოს „რექტორის მოადგილის თანაშემწე".
9. ბრძანება "რექტორის მოადგილის თანაშემწის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ” შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.edu.ge-ზე.
10. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.jobs.ge-ზე
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: