2017-05-01
ბრძანება №:100/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” დამტკიცების შესახებ რექტორის 2015 წლის 03 დეკემბრის №152/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის N№6019/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” (4 მოდული, სულ 200 საათი) კურსის თითოეული მოდულის მოცულობაა 50 საათი; თითოეული მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 218 ლარით (50 სთ);
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” გასავლელად მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ სტუდენტების, კერძოდ: კურსზე თითოეული მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 190 ლარის ოდენობით (50 საათი);
3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება