2014-03-31
ბრძანება №:45/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ – კურსის “ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) დამტკიცების შესახებ რექტორის N 49/01-01 (28.03.2014) ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენიგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) - ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით.
2.
მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლი გადასახადის ჩათვლით).
3.
დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4.
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
5.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე