2015-06-03
ბრძანება №:84/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2015 წლის პირველი ივნისის №17892/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის პირველი ივნისის №17866/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 29 მაისის №17721/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის   2015 წლის პირველი ივნისის №17760/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 29 მაისის №17729/02 და №17620/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 28 მაისის №17507/02 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 21 მაისის №16890/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

  1.1.   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
  1.2.   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
  1.3.   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
  1.4.   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
  1.5.   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
  1.6.   მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
  1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს   
     უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება