2014-04-04
ბრძანება №:53/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ლაურეატისათვის გადასაცემი საპრემიო დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრისN#123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ლაურეატისათვის გადასაცემი საპრემიო დიპლომის ფორმა (დანართი #1).
2. დაინტერესებული პირებისათვის ბრძანების გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       ლევან ალექსიძე  

« უკან დაბრუნება