2020-04-14
ბრძანება №:75/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 10 აპრილის   N5394/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო    უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის     ტრენინგკურსი     „მასწავლებელთა      სასერტიფიკაციო     გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი“ შედგება ორი (2) მოდულისაგან, მომზადების საფასური თითოეულ მოდულზე განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) I მოდული: I-VI კლასები:
ა.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის   განისაზღვროს 720 ლარით; ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში  თვეში - 180 ლარი;
ა.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს  64 საათს; ბ)  II მოდული: VII-XII კლასები:
ბ.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის  განისაზღვროს 720 ლარით;  ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში  თვეში - 180 ლარი;
ბ.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს 64 საათს;

2.  პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 50 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4.  დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
   
« უკან დაბრუნება