2017-09-01
ბრძანება №:191/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 30 აგვისტოს №14274/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების  დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) თამარ თათრიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №: 302, 303, 304 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,ქ” ქვეპუნქტი:
,,ქ) ნინო ტყეშელაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №345 (ელექტრონული სწავლების ცენტრი) და 305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება