"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 ოქტომბრის #01-01/242 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, " საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მრჩეველთა საბჭოს წევრთა 2011 წლის 23 მაისის №12897/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ’’- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 ოქტომბრის №01-01/242 ბრძანებაში:
ა) შევიდეს ცვლილება ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
1) ალექსიძე ნუგზარი - რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე,
2) გამყრელიძე თამაზი – რექტორის მრჩეველი;
3) იოსელიანი თეიმურაზი - რექტორის მრჩეველი;
4) ლორთქიფანიძე მარიამი - რექტორის მრჩეველი;
5) ტყეშელიაძე გიორგი - რექტორის მრჩეველი;
6) შანიძე მზექალა - რექტორის მრჩეველი;
7) ჭუმბურიძე ჯუმბერი - რექტორის მრჩეველი;
8) ჯაფარიძე ოთარი - რექტორის მრჩეველი;
9) ჩიქავა ლეო - რექტორის მრჩეველი;
10) ცხოვრებაშვილი შოთა - რექტორის მრჩეველი.
ბ) ბრძანებას, პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსიის
მქონე 11 პუნქტი:
,,1. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი’’
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადების დღეს.
რექტორი
ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება