2016-06-07
ბრძანება №:86/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  გეოინფორმაციული სისტემების  ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 აპრილის №43/2016 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  გეოინფორმაციული სისტემების  ლაბორატორიის  დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანის 2016 წლის 31 მაისის N18486/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის   16 მაისის N16958/02 და დეკანის მოადგილის 2016 წლის 02 ივნისის N18732/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) გოგსაძე გიორგი - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) გორდეზიანი თენგიზ - ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

გ)   კალანდაძე ბესიკ - ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
დ) მაღლაკელიძე რობერტ - ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) სალუქვაძე იოსებ - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ვ) ჩხაიძე ვლადიმერ – ასისტენტ პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ზ) ბალახაძე გიორგი - მაგისტრანტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ) ხოფერია მათე - ბაკალავრიატის სტუდენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                                                    დარეჯან თვალთვაძე


« უკან დაბრუნება