2014-04-16
ბრძანება №:55/01-01

დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის შესახებ

,, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე -2  მუხლის ,, 4 ქვეპუნქტის , 22- მუხლის პირველი პუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილის , 52- მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების , 53- მუხლის პირველი - მე -3 ნაწილების , 54- მუხლის პირველი ნაწილის , ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის N135/ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე -14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის ,, “, ,, და ,, ქვეპუნქტების , მე -9  პუნქტის საფუძველზე ,

ვბრძანებ:

1. კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო ზოგიერთი მონაცემის დაუდგენლობისას, დიპლომზე მისათითებელი შესაბამისი ინფორმაციის შექმნაზე უფლებამოსილი ორგანო (ან მისი უფლებამონაცვლე) ვალდებულია ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებით დაადასტუროს ან/და შექმნას შესაბამისი ინფორმაცია.

2. მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს საქმესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში არსებულ / მოძიებულ ყველა ინფორმაციას და მასში ჩანდეს ამ ინფორმაციის ანალიზი.

3. შექმნილი დოკუმენტის რეკვიზიტების (თარიღის, ნომრის, კვალიფიკაციის) დადგენის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქმეში არსებული დოკუმენტების ანალოგიით, ასევე საქმეში არსებული სამართლებრივი აქტების რეკვიზიტებით.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.

5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონდემბლობით დადგენილი წესით გაცნობა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია მისი გამოცენისთანავე.


რექტორი , პროფესორი                                                       აკადემიკოსი    ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება