2012-12-25
ბრძანება №:164/02-01
"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის „ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი“ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე“Eადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის №37/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის „ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი“ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის
№37/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის „ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი“ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის №37/02-01 ბრძანებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:
,,11. კურსის ღირებულების დაფარვა განხორციელდეს ეტაპობრივად (ყოველი თვის – 10 რიცხვამდე 150 ლარის ოდენობით).
12. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის კურსის ღირებულება განისაზღვროს 225 ლარის ოდენობით.
13. 12. პუნქტით დადგენილი შეღავათი ამოქმედდეს თუ ჯგუფის მსმენელთა ოდენობა აღემატება 4 მსმენელს”.
-
წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე