2013-09-09
ბრძანება №:№1397/01-04
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ს” და ,,ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის 2013 წლის 6 სექტემბრის №25732/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 6 სექტემბრის #25690/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 9 სექტემბრის №25787/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 5 სექტემბრის №25281/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 6 სექტემბრის №25733/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 9 სექტემბრის №25759/02 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 6 სექტემბრის №25693/02 წარდგინებების საფუძველზე,
1. გადაყვანილ იქნენ 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/ პროგრამების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (1 დღის ვადაში).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ: