2012-02-29
ბრძანება №:168/01-04

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ


ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან   სტუდენტების მობილობის წესით  ჩარიცხვის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების #1 დანართით  დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 29 თებერვლის № 04-2381 დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    2011-2012 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  მობილობის წესით ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ შემდეგი სტუდენტები, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე)  იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ )ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).

2.    რექტორის ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                                                                                   ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება