2013-11-15
ბრძანება №:142/02-01
"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში:
ა) დანართი #1-ის 21 –ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,21. ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის კომისია:
21.1. მერაბ ხოხობაია – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
21.2. ნანი სიხარულიძე – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
21.3. მერაბ ამაღლობელი – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
21.4. მანანა აბზიანიძე – თსუ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი.”
ბ) დანართი N#1-ის ,,გ” პუნქტის ,,4.1” ,,4.4.” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,4.1. ლარისა ჩადრანიანი – უფროსი ინჟინერი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კომისიის თავმჯდომარე;
4.4. ნინო ჯაფარიძე – ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მდივანი.”
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება