2016-04-12
ბრძანება №:54/01-01

2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (13775/02, 12/04/2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 13 აპრილს თბილისის სახელმწიფო        უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი #107 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი იოსებ სალუქვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი)
გ)შორენა ხიდეშელი (თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად ანი ჭელიშვილი (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი)
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი, პროფესორი                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება