2010-12-14
ბრძანება №:120/01-01
ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
№
490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 16-ე მუხლის მეორე პუნქტისა და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილი
№
330438/02 (13.12.2010) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ზაარლანდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2010-2011 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო 3 თვიანი (მობილობის დასაწყისი: 2011 წლის აპრილი), 1 თვიანი (გერმანული ენის კურსები, მობილობის დასაწყისი: 2011 წლის აგვისტო და სექტემბერი), სადოქტორო 1 თვიანი (მობილობის დასაწყისი: 2011 წლის ნებისმიერი თვე), კვლევითი (1 თვიანი, პროფესორებისთვის, მობილობის დასაწყისი: 2011 წლის ნებისმიერი თვე) სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2010 წლის 16-18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, აზერბაიჯანის აუდიტორია, №258).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე პროფ. ბერნდ შრიოდერი (ზაარლანდის უნივერსიტეტი, თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კოორდინატორი)
ბ) კომისიის წევრი გებჰარდ როილი (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, DAAD)
გ) კომისიის წევრი კლაუდია ჰიპი (თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
დ) კომისიის წევრი პროფ. ნოდარ ბელქანია (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ე) კომისიის წევრი პროფ. სიმონ გელაშვილი (თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი)
ვ) კომისიის მდივანი თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ნანა შეითნიშვილი.
4. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი (დანართი 1)
5. დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 2)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით–საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ა.კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება