2019-12-24
ბრძანება №:293/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“   ,,პ“ ქვეპუნქტების, და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2019 წლის 18 დეკემბრის N24831/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესში“:


ა) შინაგანაწესის მე-2 მუხლის  ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სტუდენტი - პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის,   მაგისტრატურის,   მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო,    დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის, პროფესიული, ქართულ ენაში მომზადების, საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად,    აგრეთვე    პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში და  რომელიც    ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო   პროგრამის   ფარგლებში   ასრულებს   სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს უნივერსიტეტში ან თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში.“.


ბ) შინაგანწესის  მე-10 მუხლს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  მქონე  მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3. წინამდებარე შინაგანაწესის ძალაში შესვლის დროისათვის ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე (იმ დროისათვის მოქმედი ხელშეკრულების მქონე) უნივერსიტეტის პერსონალს, რომლებმაც 2018 წლის 1 ნოემბრიდან ან არ გააფორმეს ბაგების საერთო საცხოვრებლში მათ მიერ დაკავებული ფართით სარგებლობის ახალი ხელშეკრულებები, ან შეწყვიტეს ასეთი ხელშეკრულებების მოქმედება და 2018 წლის 1 ნოემბრიდან ფაქტობრივად სარგებლობენ მათ მიერ დაკავებული ფართით,    უნივერსიტეტმა, ბაგების საერთო საცხოვრებელში ბინადრობის მიზნით, შესაძლოა გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) უფლებამოსილი (წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული) პირის წერილობითი      განცხადების      წარმოდგენის      შემთხვევაში,      სადაც დაფიქსირებული იქნება:
ა.ა) თხოვნა,   განმცხადებლის   მიერ   ფაქტობრივად   დაკავებულ   ფართზე,   ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით, ბინადრობის უფლების მიცემის შესახებ;
ა.ბ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ განმცხადებელი თანახმაა წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებულ ყველა პირობაზე და მის მიერ დაკავებული ფართის ფაქტობრივად სარგებლობის პირობებში წარმოშობილი დავალიანების სრულად და უპირობოდ დაფარვის თაობაზე;
ბ) ხელშეკრულების (მათ შორის ყოველი მომდევნო ხელშეკრულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვადა   არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს. აღნიშნული, ისევე როგორც ტარიფები, რეგულირდება წინამდებარე შინაგანაწესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანება შესაძლებელია გადანაწილებული იქნას უნივერსიტეტთან შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში ,,ა“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას, მისი  წარმოდგენისას უნდა დაერთოს ინფორმაცია (ცნობა) ხსენებული გადანაწილების გრაფიკისა და სხვა დეტალების შესახებ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განმცხადებელს იმავე პუნქტით დადგენილი წესით წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე და უნივერსიტეტის წინაშე    წარმოშობილ    ამ    განმცხადებლის    დავალიანებაზე რეაგირება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწავდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი         ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება