2015-04-20
ბრძანება №:61/01-01
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დაწესდეს ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია და დამტკიცდეს ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესი“ (დანართი N1).
2.
დამტკიცდეს ,,იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების დებულება“ (დანართი N2).
3.
დამტკიცდეს სერტიფიკატის ფორმა - ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია” (დანართი N3), ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე” (დანართი N4).
4.
ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
5.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.
ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
7.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა