2016-11-03
ბრძანება №:195/01-01

ბრემენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ბრემენის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის  წერილის (40255/02; 02. 11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 20.11.2016-20.12.2016 ბრემენის უნივერსიტეტის მიერ     გამოყოფილ სადოქტორო პროგრამაზე სტიპენდიატების შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 4 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი #203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი       
შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – იოსებ სალუქვაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);  
ბ) კომისიის წევრი – დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი, (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი); 
გ) კომისიის   წევრი  –  ჩარიტა   ჯაში   (თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის 
კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (იხ. დანართი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე                           

« უკან დაბრუნება