2013-10-29
ბრძანება №:135/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,თსუ მეცნიერების’’ სარედაქციო კოლეგიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  61-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,თსუ მეცნიერების’’ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა დანართი №1 შესაბამისად.
2.    დამტკიცდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,თსუ მეცნიერების’’ სარედაქციო კოლეგიის მუშაობის წესი დანართი №2 შესაბამისად.
3.    წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის ,,თსუ’’ სარედაქციო კოლეგიის შექმნის შესახებ’’  რექტორის 2011 წლის 8 მაისის  №81/01-01 ბრძანება.
4.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
6.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

რექტორი, აკადემიკოსი                                    ვლადიმერ  პაპავა      

« უკან დაბრუნება