2011-03-01
ბრძანება №:26/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის შიდა მობილობის დამატებითი ვადები:
ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე - 2 მარტი;
ბ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა - 4 მარტი;
გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 4 მარტი.
-
განისაზღვროს ფაკულტეტებზე შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების
№1 დანართის შესაბამისად;
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი