2017-10-23
ბრძანება №:215/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18477/10 და 19 ოქტომბრის №18710/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა”, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 13-20 ნოემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 15-20 ნოემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 ნოემბერი – 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 12 – 29 მარტი (დასკვნითი გამოცდები), 06-14 აპრილი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 17 – 22 აპრილი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10-23 აპრილი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 16-23 აპრილი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 23 აპრილი – 04 აგვისტო;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 06 – 23 აგვისტო (დასკვნითი გამოცდები),03-10 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 11 – 30 სექტემბერი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე