2016-10-12
ბრძანება №:181/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია’’ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ  ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია’’   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად  საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 ოქტომბრის №36908/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2016 წლის 13-15 ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების ფარგლებში, „ქართულ-ოსურ  ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია’’   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნაირა ბეპიევი - უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნანი გაფრინდაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – კომისიის წევრი;
ე) ავთანდილ არაბული - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი– კომისიის წევრი;
ვ) ელენე ბესოლოვა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
თ) თამარ გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – კომისიის წევრი; 
ი) ზარინა გიგოლაევი - უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი ლაბორანტი -კომისიის წევრი;
კ) სონია გიპერტ - ფრიცი  - გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტი – კომისიის წევრი;
ლ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი – კომისიის წევრი;
მ) ელმირა გუტიევა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ო) ნინო პოპიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
პ) ირმა რატიანი - უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის წევრი;
ჟ) რაზიათ ქუმარიტოვი - უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
რ) მზექალა შანიძე - თსუ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, თსუ ემერიტუსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – კომისიის წევრი;
ს) სოფიო შამანიდი – ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხში – კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი               გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება