2020-06-30
ბრძანება №:98/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ და „საოფისე საქმე“ პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ და „საოფისე საქმე“ პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, „სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 ბრძანების და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N789/10 (23.06.2020) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“  პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფა დაევალოს თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
2.პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  „საოფისე  საქმე“  პრაქტიკული  ნაწილის უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
3.უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4.საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   დაევალოს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი               ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება