2012-02-13
ბრძანება №:91/01-04
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა", "ბ", "ს" და ,,ტ" ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
1.6. ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 6).
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება