2020-02-03
ბრძანება №:26/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N23/02-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების და უფროსი სპეციალისტის   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N23/02-01  ბრძანების  დანართი  N1-ში  (ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  თანამდებობა შეცდომით მითითებული იქნა როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა)   და   იგი   ჩამოყალიბდეს   ახალი,   წინამდებარე   ბრძანებაზე   თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება