2020-07-13
ბრძანება №:132/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 1-8 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9-14 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 13 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-14 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი-26 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 4 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 10 – 16 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი;  17 -28 თებერვალი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი  –  1 მარტი; 
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  1 მარტი – 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია: 
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21-24  სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21-24  სექტემბერი.

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 26 დეკემბერი; 9-16 იანვარი; 
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),  16- 22 თებერვალი   (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი;   23-28 თებერვალი.

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-28 თებერვალი; 
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი  –  1 მარტი; ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  1 მარტი – 12 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი  (დასკვნითი გამოცდები),  15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება