2012-05-30
ბრძანება №:69/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №27/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ"  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის   2012 წლის 29 მაისის №12829/02  წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4.    უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
5.    სახვითი ხელოვნებისა და კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებაზე პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;
6.    კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 30 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი;
7.    კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

1.აღმოსავლეთმცოდნეობა

ა)არაბისტიკა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ) ირანისტიკა
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული

გ) თურქოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

დ) არმენოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ე) ასირიოლოგია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 
ვ) ებრაისტიაკა-არამეისტიკა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
 
ზ) აღმოსავლეთის ისტორია
თურქეთის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
არაბული ქვეყნების ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
შორეული აღმოსავლეთის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

2. დასავლეთ ევროპული ფილოლოგია
ა) ინგლისური ფილოლოგია
ინგლისური ენა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ინგლისური ლიტერატურა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ) გერმანული ფილოლოგია
გერმანული ენა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
გერმანული ლიტერატურა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გ) რომანული ფილოლოგია
ფრანგული ენა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ფრანგული ლიტერატურა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ესპანური ფილოლოგია  
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 
3 . რუსული ფილოლოგია
ა) რუსული ენა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ბ)რუსული ლიტერატურა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

4. კლასიკური  ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა
ა) კლასიკური ფილოლოგია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

ბ)ბიზანტიური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გ)ახალი ბერძნული ფილოლოგია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

5.თეორიული და შედარებითი  ლიტერატურათმცოდნეობა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

6.თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

7. თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

8.ქართული ენა
ა)ქართველური ენათმეცნიერება
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 7 საშტატო ერთეული

ბ)ძველი ქართული ენა  და ტექსტოლოგიური კვლევები
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

9.ქართული  ლიტერატურის ისტორია
ა) ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

ბ) ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გ) უახლესი  ქართული ლიტერატურის ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

დ) ფოლკლორისტიკა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 
10. კავკასიოლოგია
ა)კავკასიური ენები
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ)კავკასიის ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

11. საქართველოს ისტორია
სრული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 6 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 5 საშტატო ერთეული

12. მსოფლიოს ისტორია
ა)ძველი მსოფლიოს ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ბ) შუა საუკუნეების ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გ) ახალი და უახლესი ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
 
13. არქეოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
 
14.ეთნოლოგია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
 
15.კულტურის  კვლევები
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

16.ამერიკისმცოდნეობა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

17.ხელოვნების ისტორია და თეორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 
18.ვიზუალური ხელოვნება
ა) სახვითი ხელოვნება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ)კინო-ტელე ხელოვნება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

19.ფილოსოფია
ა)ფილოსოფიის ისტორია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ) თეორიული ფილოსოფია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

გ) პრაქტიკული ფილოსოფია
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

20. პედაგოგიკა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

8. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით)
- PDF   Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით  (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF  Word
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
ზ)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
9. ასისტენტ პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით)
- PDF   Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით  (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF  Word
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან  დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)   სამოტივაციო წერილი.
10. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება  2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის  10 ივლისის ჩათვლით, 9:30-დან  18:00 საათამდე,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 211;
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
12. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში;"
13. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                                                      ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება