2011-02-07
ბრძანება №:17/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და  ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის № 24-ე სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილების შეტანის შესახებ" აკადემიური საბჭოს  2010 წლის 8 ნოემბრის  №129-ე დადგენილებისა და  წარმომადგენლობითი  საბჭოს 2010 წლის  9 ნოემბრის №31-ე სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის №293/02-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 14 იანვრის №690/02 წერილის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ,   ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ  6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
  3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  4. კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 1 საშტატო, ასოცირებული პროფესორის 3 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე;
  5. კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 7 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2011 წლის 7 მარტიდან  2011 წლის 21 მარტის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
  6. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
        ჟურნალისტიკის მიმართულება
        სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
        სოციალური მუშაობის მიმართულება
        ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული    
        საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
        ევროპათმცოდნეობის ქვემიმართულება
        ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული
        საერთაშორისო უსაფრთხოების ქვემიმართულება
        ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული
        საგარეო პოლიტიკის ქვემიმართულება
        ასისტენტ პროფესორი 1 საშტატო ერთეული
        საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ქვემიმართულება
        ასისტენტ პროფესორი 1 საშტატო ერთეული

  1. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი)  ლარით;
    ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში
    720 (შვიდას  ოცი) ლარით;
    ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება
    540 (ხუთასორმოცი) ლარით;

  2. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი  ვალდებულია   წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ავტობიოგრაფია (cv);

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი

    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი
    სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

    თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

    თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;


  3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
    ა)
        ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
    ბ)     მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

  4. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
       ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

       ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

       გ) ავტობიოგრაფია (CV);

       დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
        
       ე) სამოტივაციო წერილი.


  5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 7 მარტიდან 2011 წლის 21 მარტის ჩათვლით ჩათვლით თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;
  6. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  7. დაევალოს კანცელარიას  ბრძანების  დაგზავნის ფურცელში  მითითებული   სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.






რექტორი                                                      ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება