2020-03-16
ბრძანება №:60/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2020 წლის 9 მარტის N4208/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (1 ვაკანსია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით) (სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს საშუალო - პროფესიული განათლება;
ბ) იცოდეს კომპიუტერის ტექნიკური მხარეები;
გ) იცოდეს ძირითადი გამოყენებითი პროგრამები;
დ ) იცოდეს პროგრამების ინსტალაცია ;
ე) იცოდეს პერიფერიულ მოწყობილებებთან მუშაობა;
ვ) იცოდეს და გამართოს კომპიუტერული ქსელები, ინტერნეტი და საკაბელო სისტემების მოწყობილობები;
ზ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
თ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
4. უნარები
ა) კომპიუტერული უნარების ფლობა;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ფუნქციებია:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;
დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის სხვა ვებ-რესურსებზე საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და ბიბლიოგრაფიული აღწერილობების ელექტრონული
ვერსიების განთავსება;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2020 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 17 აპრილისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება