2016-05-19
ბრძანება №:80/01-01

2015-2016 გაზაფხულის სემესტრისა და 2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში პარიზი 8 უნივერსიტეტის მიერ (საფრანგეთი) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 გაზაფხულის სემესტრისა და 2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში პარიზი 8 უნივერსიტეტის მიერ (საფრანგეთი) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (17043/02 16.05.16) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 გაზაფხულის სემესტრისა და 2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში პარიზი 8 უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 20 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   ა) მერაბ ელიაშვილი (თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
      ბ)   ჟან-ჟაკ მარიაჟი (პარიზი 8 უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი);
      გ) კოლა გაბრიელი (საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში, კომისიის წევრი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ეკატერინე მეგრელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი,  პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე 

« უკან დაბრუნება