2015-05-15
ბრძანება №:519/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 მარტის №322 ბრძანების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას  2015 წლის 17 აპრილის №57/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.დოლბაიას 04.05.2015წ. №15125/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის   დ. კანდელაკის 2015 წლის 13.05.2015წ. 15954/02 დასკვნის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის   31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 13650 ლარი, უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება