2011-02-15
ბრძანება №:164/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატის მეჰმეთ ნადირ აჯეთის ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 521-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,        58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის  №860 ბრძანების ”აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  რეესტრის  წარმოების დამტკიცების შესახებ” მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა              და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის  4 სექტემბრის №725 ბრძანების “საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთიანი  ეროვნული  გამოცდების/საერთო      სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ”   მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, “საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდები/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 იანვრის №49 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 01 თებერვლის №57 ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე “ქართველური ენათმეცნიერება” 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატი მეჰმეთ ნადირ აჯეთი;
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ – მასწავლებლების რეესტრში (თსუ ნაწილში) და ეცნობოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
3.    ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთვსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.




რექტორი                                       ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება