2013-11-04
ბრძანება №:134/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის№156/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინდეფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  დირექტორის მოადგილის თამარ ებრალიძის 2013 წლის 07 ოქტომბრის №31719/02; უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორის თამარ წუწუნავას 2013 წლის 21 ოქტომბრის №33215/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ოთარ თაბორიძის 2013 წლის 22 ოქტომბრის №33288/02 და 24 ოქტომბრის №33576/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის  05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართი №1-ის 43 -ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,11.10.” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,11.10. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი:
11.10.1. გრანტი №30/05 – ზაზა მოლოდინაშვილი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
11.10.2. გრანტი №30/29 – იოსებ ჩიკვაიძე – ასოცირებული პროფესორი;
11.10.3. გრანტი №10-18, AR/141/3-121/11 – ია ჩიტრეკაშვილი – უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი;
11.10.4. გრანტი №30/32 – მარინა გურგენიშვილი – უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი;
11.10.5. გრანტი №30/06 – მაია გოგალაძე – მეცნიერ – თანამშრომელი”.
ბ) დანართი №1-ის 43 მუხლის 2.3.პუნქტის ,,2.3.1.” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,2.3.1. გივი მაისურაძე – მეცნიერ _ თანამშრომელი.
გ) დანართი №1-ის 3.10.-3.16. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3.10. უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულება _ ლიანა რამიშვილი _ ლაბორანტი;
3.11. ბიოქიმიის მიმართულება – გიორგი ბურჯანაძე – ლაბორანტი;
3.12. მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულება – ეკა ხურციძე – ლაბორანტი;
3.13. პლაზმის ფიზიკის მიმართულება – გიორგი მამაცაშვილი _ ასისტენტ პროფესორი;
3.14. ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტი – ბელა კვირკველია – განყოფილების გამგე;
3.15. ფაკულტეტის კომპიუტერული მომსახურების ცენტრი _  ირაკლი პაპავა _ სპეციალისტი;
3.16. ნივთიერებათა შედგენილობისა და სტრუქტურული კვლევის ინსტრუმენტული მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია                 (მე-2 სასწავლო კორპუსის №345 ოთახი) – დავით ფეტვიაშვილი – ინჟინერი.”
დ) დანართი 1_ის 44 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,44. თსუ_ში მოწვეული ექიმები;
44.1. ბაბულია ბოსტოღანაშვილი;
44.2. მაია ლუაშვილი”.
ე) დანართი №1_ის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,მუხლი 45. კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენის ცენტრი.
45.1. თენგიზ ბუაჩიძე _ კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება