2018-01-18
ბრძანება №:14/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის  ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  პუნქტისა და საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ელიაშვილის 2017 წლის 20 ნოემბრის N21171/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 31 მუხლი:

,,მუხლი 31.   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულის საგამომცემლო საბჭო და სარედაქციო კოლეგია
1.    დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევით ერთეული სარედაქციო -  საგამომცემლო საქმიანობის პროცესის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობს ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებით განსაზღვრული დანართებით.
2.    ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო სარგებლობს საგამომცემლო საბჭოსათვის დადგენილი სრული უფლება-მოვალეობებით, მათ შორის ქმნის დარგობრივ სარედაქციო კოლეგიებს, რომლებიც მოქმედებენ დადგენილი წესით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ფარგლებში სარგებლობენ იგივე უფლება-მოვალეობებით, როგორითაც სარგებლობს ფაკულტეტის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიები.“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და გამომცემლობა თავისი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის ინიციატივის შემთხვევაში უშუალოდ მიმართავენ უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბეჭდი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის წარდგენის, განხილვის და გამოცემის წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმძღვანელო – მეცნიერების კონკრეტული დარგის ცოდნის მწყობრი სისტემის – დისციპლინის – ძირითადი სასწავლო წიგნი, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდურ დონეზე;
ბ) ლექციების კურსი – კონკრეტული დისციპლინის თეორიული ნაწილის ავტორისეული გადმოცემა, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდურ დონეზე;
გ) დამხმარე სახელმძღვანელო – მოცემული დისციპლინის ცალკეული ნაწილის (ნაწილების) გაღრმავებული შესწავლისათვის განკუთვნილი სასწავლო წიგნი – ქრესტომათია, ტექსტები, საკითხავი მასალა, და სხვ., ან თეორიული ცოდნის გან- მტკიცებისა და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის განკუთვნილი სასწავლო წიგნი – ამოცანების, მაგალითების, სავარჯიშოების, ტესტების კრებულების, ლაბორატორიული სამუშაოების აღწერილობები;
დ) სამეცნიერო ლიტერატურა – მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალი, ლექსიკონი, განმარტებითი და ენციკლოპედიური ლექსიკონი, ატლასი, ალბომი, ცხრილები და სხვ.;
ე) გრიფის მინიჭება – ლიტერატურისათვის თსუ გერბის და წარწერის („გამოცემულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით“) მინიჭების ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ იგი გამოცემულია უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.“
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი  შარვაშიძე




« უკან დაბრუნება