2018-12-27
ბრძანება №:342/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „სურსათის ეტიკეტირება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის  „სურსათის ეტიკეტირება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „სურსათის ეტიკეტირება“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 25 დეკემბრის N321/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 დეკემბრის N26328/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 26 დეკემბრის N26797/10 წერილის  საფუძველზე,


 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „სურსათის ეტიკეტირება“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვრა 12 საათით; ერთი კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  130 ლარის ოდენობით;

2. მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა      

          


« უკან დაბრუნება