2012-03-21
ბრძანება №:48/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში აუდიტორიებისათვის ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელების მინიჭების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 12 მარტის #5652/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში შემდეგ აუდიტორიებს მიენიჭოთ ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები:
ა) 311-ე ოთახს – აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავას სახელობის აუდიტორია;
ბ) 603-ე ოთახს – აკადემიკოსი პეტრე ქომეთიანის სახელობის აუდიტორია;
გ) 480-ე ოთახს – აკადემიკოსი ნიკოლოზ სხირტლაძის სახელობის აუდიტორია;
დ) 320-ე ოთახს – აკადემიკოსი ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის აუდიტორია;
2. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიას მიენიჭოს აკადემიკოსი თენგიზ სანაძის სახელი;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება