სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №30/01-03)
ბრძანება № 30 / 01-03
15.10.2008 წ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების~ მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ~ @აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი ცხადდება 2008 წლის 13 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 13 ნოემბერი; .
3. კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო და ასისტენტ-პროფესორის 13 საშტატო ერთეულზე, მათ შორის:
• პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულება - 1 ასისტენტ-პროფესორი
• სოციოლოგიის მიმართულება - 1 ასისტენტ-პროფესორი
• ჟურნალისტიკის მიმართულება - 1 ასოცირებული ; 5 ასისტენტ-პროფესორი
• ფსიქოლოგიის მიმართულება - 5 ასისტენტ-პროფესორი
• საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება – 1 ასისტენტ–პროფესორი
4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (ცვ);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი,
რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია
წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
7. ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა # 20166/02 07.10..2008წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა