2011-01-14
ბრძანება №:07/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ელენე ხარაბაძის 2010 წლის 29 დეკემბრის №31884/02 და 2011 წლის 13 იანვრის №577/02 განცხადებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2010 წლის 28 დეკემბრის №31778/02 განცხადების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის 2010 წლის 23 დეკემბრის №31447/02 განცხადების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2010 წლის 28 დეკემბრის №31810/02 განცხადების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესმრულებლის რამაზ ბოჭორიშვილის 2010 წლის 24 დეკემბრის №31571/02 განცხადების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნოდარ ბელქანიას 2010 წლის 27 დეკემბრის №31672/02 განცხადების საფუძველზე,
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ:
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე/სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვროს წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად;
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი