2014-03-31
ბრძანება №:50/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე მიღების, ვაკანტური ადგილებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ლევან ალექსიძის 2014 წლის 27 მარტის №10735/02 წერილის საფუძველზე,
1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის #57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 12 ადგილით;
3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება – 5 - 15 აპრილი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 18 აპრილი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 19 აპრილი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21 - 22 აპრილი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 აპრილი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 24 აპრილი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 25 – 28 აპრილი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 29 აპრილი.
4. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013/2014 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
თ) CV;
ი) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
7. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ: