2012-05-21
ბრძანება №:508/02-03

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,  თსუ-ს "სტაჟირების კომისიის" 2012 წლის 15 მაისის სხდომის #2 ოქმის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დაინიშნონ 2012 წლის 22 მაისიდან 2012 წლის პირველ აგვისტომდე ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში  სტაჟიორები შემდეგ განყოფილებებში.
ა)    ელნურ ალიევი – მთის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილებაში - სტაჟიორის საქმიანობის წარმართვა დაევალოს განყოფილების ხელმძღვანელს  ვაჟა შენგელიას.
ბ)    ხატია ბექაური -  ლექსიკოლოგიის განყოფილებაში - სტაჟიორის საქმიანობის წარმართვა დაევალოს განყოფილების ხელმძღვანელს  მედეა ღლონტი.
გ)    ირინა ღვედაშვილი, მარიამ ელისაშვილი – ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილებაში - სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს განყოფილების ხელმძღვანელს  მარინა ბერიძეს.    
2.    სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა და სტაჟირების გავლის პროცესის კოორდინაცია დაევალოს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მარიამ მანჯგალაძეს.
3.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირებისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.

 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება