2017-10-25
ბრძანება №:217/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (19169/10; 25.10.2017) საფუძველზე


ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და საპიენცას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 26 ოქტომბერს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის   ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                    მიხეილ ჩხენკელი
რექტორის მოადგილე              
                                                              




« უკან დაბრუნება